26 ოქტომბერი 2024,   17:22
ვრცლად
მარნეულში მომხარი ინციდენტის გამო, 69-ე უბანზე საარჩევნო პროცესი დროებით შეჩერდა

მარნეულში მომხარი ინციდენტის გამო, 69-ე უბანზე საარჩევნო პროცესი დროებით შეჩერდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისია მიიღებს.

ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, მარნეულის 69-ე უბანზე მოქალაქემ საარჩევნო ყუთში რამდენიმე ბიულეტენი ჩაყარა. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

 

დღის ამბები