26 ოქტომბერი 2024,   17:21
ვრცლად
“სულ, მწყობრიდან გამოვიდა ვერიფიკაციის 3 აპარატი და ხმის მთვლელი 7 აპარატი, თუმცა ამ უბნებზე კენჭისყრა არ შეჩერებულა“ - ნათია იოსელიანი

ცესკოს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, ხმის მიცემის პროცესში, სულ მწყობრიდან გამოვიდა ვერიფიკაციის 3 აპარატი და ხმის მთვლელი 7 აპარატი.

მისივე ინფორმაციით, ამ უბნებზე კენჭისყრის პროცესი არ შეჩერებულა.

“გავრცელდა სხვადასხვა ინფორმაცია ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, ამიტომ გვინდა მოგაწოდოთ დაზუსტებული ინფორმაცია საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზების შესახებ, რომელიც დაფიქსირდა ამ დრომდე. სულ, მწყობრიდან გამოვიდა ვერიფიკაციის 3 აპარატი და ხმის მთვლელი 7 აპარატი, თუმცა ამ უბნებზე კენჭისყრა არ შეჩერებულა და პროცესი სხვა აპარატებით გრძელდება,“ - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

დღეს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. წელს, ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

ამავე თემაზე
დღის ამბები