26 ოქტომბერი 2024,   17:35
ვრცლად
"ვრცელდება ცრუ ინფორმაცია მარკირების სითხესთან დაკავშირებით - დაინტერესებული მხარეები ირწმუნებიან, რომ, მარკირების სითხის ნაცვლად, ამომრჩეველს წყალს ასხამენ" - ნათია იოსელიანი

ცესკო-ს პრეს სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, მარკირების სითხესთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია ვრცელდება.

მისი განმარტებით, დაინტერესებული მხარეები ირწმუნებიან, რომ, მარკირების სითხის ნაცვლად, ამომრჩეველს წყალს ასხამენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

"ვრცელდება ცრუ ინფორმაცია მარკირების სითხესთან დაკავშირებითაც. დაინტერესებული მხარეები ირწმუნებიან, რომ მარკირების სითხის ნაცვლად ამომრჩეველს წყალს ასხამენ. მე ახლა თან მაქვს მარკირების სითხე და მისი შესამოწმებელი ფარანი. ბრიფინგის შემდეგ შეგვიძლია გადავამოწმოთ და დავრწმუნდეთ, რომ აღნიშნული ინფორმაციაც არის სიცრუე", - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

დღის ამბები