26 ოქტომბერი 2024,   17:23
ვრცლად
ცესკო-ს პრესსპიკერი ინფორმაციას, თითქოს საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლებს წინასწარ მონიშნულ ბიულეტენს აძლევენ, მანიპულაციურს უწოდებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი, ნათია იოსელიანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, თითქოს საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩევლებს წინასწარ მონიშნულ ბიულეტენს აძლევენ. ნათია იოსელიანი ამ ინფორმაციას მანიპულაციურს უწოდებს.

“სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ, თითქოს საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლებს აძლევენ წინასწარ მონიშნულ ბიულეტენს. ამომრჩეველს, ბიულეტენის მიღებისთანავე აქვს შესაძლებლობა, გადაამოწმოს ის, შესაბამისად, ეს ინფორმაცია არის მანიპულაციური და ემსახურება კენჭისყრის პროცესის დაზიანებას,“ - აცხადებს ნათია იოსელიანი.

დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება. 

 
დღის ამბები