26 ოქტომბერი 2024,   17:22
ვრცლად
"არსებობს ბიულეტენის შევსების წესი, რომლის მიხედვითაც აპარატი მხოლოდ იმ ბიულეტენს იღებს, სადაც ერთი სუბიექტია გაფერადებული" - ცესკო-ს სპიკერი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, ბიულეტენი, რომელზეც ორი საარჩევნო სუბიექტი იქნება გაფერადებული, გაბათილდება. აღნიშნული განცხადება ნათია იოსელიანმა გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ გააკეთა, რომლის მიხედვითაც ამომრჩეველს შეხვდათ ბიულეტენი, სადაც ერთ-ერთი პოლიტიკური სუბიექტის რგოლში წერტილია აღნიშნული.

არსებობს ბიულეტენის შევსების წესი, რომლის მიხედვითაც აპარატი მხოლოდ იმ ბიულეტენს იღებს, სადაც ერთი სუბიექტია გაფერადებული.

"ბათილი იქნება აღნიშნულია ბიულეტენი. ამასთან დაკავშირებით ვაკეთებდით განცხადებას, რომ ბიულეტენის შევსების შესაბამისი წესი არსებობს", - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

დღის ამბები