26 ოქტომბერი 2024,   17:21
ვრცლად
გივი მიქანაძე “ტაბულას“ გავრცელებულ ინფორმაციაზე: სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულ დედა-შვილს აერიათ პირადობის მოწმობები, მოცემული ფაქტის გავრცელება წარმოადგენს მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობას

“ქართული ოცნების“ დეპუტატი, გივი მიქანაძე, გამოცემა “ტაბულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, მამაკაცმა ქალის პირადობის მოწმობით სცადა ხმის მიცემა.

მიქანაძის განცხადებით, სინამდვილეში, საარჩევნო უბანზე მისულ დედა-შვილს აერიათ მოწმობები და შვილმა დედის პირადობის მოწმობა მიაწოდა რეგისტრატორს.

“ტაბულას“ ინფორმაციით, კასპის სოფელ ფერმაში განთავსებულ 24-ე საარჩევნო უბანში, მამაკაცმა სცადა ქალის პირადობის მოწმობით ხმის მიცემა, რაც იქ მყოფმა დამკვირვებლებმა დააფიქსირა. სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულ დედა-შვილს, აერიათ პირადობის მოწმობები და შვილმა დედის პირადობის მოწმობა მიაწოდა რეგისტრატორს. მოცემული ფაქტის გავრცელება წარმოადგენს დეზინფორმაციას და მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობას.“ - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

დღის ამბები