26 ოქტომბერი 2024,   17:20
ვრცლად
მამუკა მდინარაძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის“ დახურული “ჩათებიდან“ მოიპოვეს “სქრინები“, სადაც ძალადობის ორგანიზებაზე მსჯელობენ

“ქართული ოცნების“ ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მოიპოვეს “სქრინები“ “ნაციონალური მოძრაობის“ დახურული “ჩათებიდან“, სადაც ძალადობის ორგანიზებაზე მიმდინარეობს განხილვები.

მისი განმარტებით, ეს ინფორმაცია პარტიულად არის მოპოვებული. მდინარაძის თქმით, “ჩათში“ ჩაყრილია ფოტოები და ლოკაციები, სადაც პროვოკაციები მოეწყო ან უნდა მოეწყოს.

დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

დღის ამბები