26 ოქტომბერი 2024,   17:20
ვრცლად
"აუცილებელია მთავარი ღირებულებების - ჩვენი ქრისტიანული ღირებულებებისა და ეკლესიის გადარჩენა და შენარჩუნება, იმედი მაქვს, დღევანდელი დღე იქნება საწინდარი და დიდი გადადგმული ნაბიჯი ამ მიზნისკენ" - მეუფე შიო

მეუფე შიომ თავისი არჩევანი უკვე გააკეთა. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის განცხადებით, საჭიროა განვითარება და საღმრთო გზით სიარული.

"დღეს ჩვენ ვხედავთ მსოფლიოში მოვლენები ისე ვითარდება, იმისთვის რომ ერმა ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს მომავალ მსოფლიოს მოწყობაში, წესრიგში, არის აუცილებელი მთავარი ღირებულებების გადარჩენა და შენარჩუნება. ეს არის ჩვენი ქრისტიანული ღირებულებები და ეკლესია. მაქვს იმედი, დღევანდელი დღე, არჩევნები იქნება საწინდარი და დიდი გადადგმული ნაბიჯი ამ მიზნისკენ", - განაცხადა მეუფემ.

დღის ამბები