26 ოქტომბერი 2024,   17:36
ვრცლად
"ვიღაცები რაღაცებს რომ უთმენენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი დაჩაგვრა შეიძლება, არავინ თავს არ დაგაჩაგვრინებთ" - მამუკა მდინარაძე

ყველას მოვუწოდებ, თავი დაანებონ პროვოკაციებს. იმით ნუ სარგებლობენ, რომ დავალება გვაქვს გაცემული ჩვენი პარტიულ აქტივისტებზე, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი, - განაცხადა ბრიფინგზე "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

ის ოპოზიციის მხრიდან დაგეგმილ პროვოკაციაზე საუბრობს.

"ყველას მოვუწოდებ, თავი დაანებონ პროვოკაციებს. იმით ნუ სარგებლობენ, რომ დავალება გვაქვს გაცემული ჩვენი პარტიულ აქტივისტებზე, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი. ვიღაცები რაღაცებს რომ უთმენენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი დაჩაგვრა შეიძლება. არავინ თავს არ დაგაჩაგვრინებთ, მაგრამ ამავე დროს, ნუ სარგებლობთ მათი მოთმინებით, მათ შორის, ამომრჩევლის მოთმინებით. ჩვენი ამომრჩეველი ჩვენს კეთილი, გულწრფელ, მოწოდებას დაექვემდებარე. სანამ ისინი დედის გინებაზე და ცემა-ტყეპაზე არ გადადიან პასუხს არ აძლევენ ამ უბინძურეს პროვოკაციას", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები