26 ოქტომბერი 2024,   17:20
ვრცლად
გლდანში, მე-60 საარჩევნო უბანზე ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი

გლდანში, მე-60 საარჩევნო უბანზე ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. დაპირისპირება დამკვირვებლებს შორის დაიწყო.

დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე შაკო კუჭაშვილი იყო.კუჭაშვილის განცხადებით,  უბანთან უბეიჯო ოპოზიციონერი აქტივისტი იმყოფებოდა.

"კანონის თანახმად არ აქვთ უფლება, საარჩევნო უბანთან, 150 მეტრის რადიუსზე იყოს უბეიჯო ადამიანი. ამასთან დაკავშირებით მივუთითე მას და მოვუწოდე დაეტოვებინა ტერიტორია, რაზეც არ დამთანხმდა და ამან გამოიწვია ეს ყველაფერი." - განაცხადა შაკო კუჭაშვილმა.

დაპირისპირებაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც ჩაერთნენ, ერთ-ერთი მონაწილე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ეძგვერაძე იყო. 

დღის ამბები