27 ოქტომბერი 2024,   03:08
ვრცლად
"ხაზარაძე და გახარია ეგრევე რომ არ გამოვიდნენ და არ თქვეს, ისინი ფიქრობენ როგორც ჩანს, მაგრამ დაამუნათებენ და საბოლოო ჯამში პატრონები რასაც იტყვიან ისე მოიქცევიან" - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, სპეციალურ ბრიფინგზე ოპოზიციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ოპოზიციაში ახლა "შავ დღეში არიან".

თუმცა რას მოიმოქმედებენ და როგორი იქნება არჩევნების შედეგების შემდეგ მათი გეგმა, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ამას მათი "პატრონები" გადაწყვეტენ:

"ხაზარაძე და გახარია ეგრევე რომ არ გამოვიდნენ და არ თქვეს, ისინი ფიქრობენ როგორც ჩანს, მაგრამ დაამუნათებენ და საბოლოო ჯამში პატრონები რასაც იტყვიან ისე მოიქცევიან. მაგრამ ის, რომ ყველა ვარიანტში ტყუილი აკადრეს საკუთარ ამომრჩეველს, სხვა გზა არ აქვთ, რომ რაღაც აპროტესტონ.

ასობით ათასი ადამიანია იქითა მხარეს, ვინც ხმა მისცა ამ პარტიებს, ამ ასობით ათას ადამიანს მართლა რა უნდა უთხრან ახლა, შავ დღეში არიან, შეგეცოდება ადამიანს აგენტიც კი. ან უნდა უთხრან გატყუებდით 20-25%-ს როგორც მინიმუმო, ან უნდა უთხრან, რომ ეს 20-25% გაგვიყალბესო, სიგიჟესთან აქვთ საქმე. ერთ სიგიჟეს და ტყუილს ხელს აფარებენ და მეორე ტყუილს ეუბნებიან, რომ რაღაც საპროტესტო მუხტში მაინც გადაიტანონ, მაგრამ რესურსიც აღარ აქვთ, იმხელა ტყუილს ამბობენ. ჩვენ რომ ახლა 77 და 78 მანდატი გვქონდეს, ახლა რა ამბავი იქნებოდა იცით? - ათეულობით ათასი მოქალაქე იქნებოდა გამოსული ქუჩაში და ჩამოაქცევდნენ აქაურობას, მაგრამ იმხელა უპირატესობით გავიმარჯვეთ, ვეღარაფერს შვებიან, "დრამა ქვინობაში" არიან გადაზრდილები", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები