“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას ეხმიანება. მისი თქმით, მტკიცებულებები ისედაც საჯაროა.
“როდესაც ასეთი საჯარო ფაქტები არსებობს, ეს უნდა იყოს დამოუკიდებლად გამოძიებული თუმცა, ჩვენ არ ვიცით, რამდენად დამოუკიდებელი იქნება ეს გამოძიება. რა თქმა უნდა, ეს ფაქტები არის საჯაროდაც, პროკურატურას თავადაც შეეძლო დაეწყო, იქიდან გამომდინარე, რომ სოციალურ ქსელებში უამრავი დარღვევის ფაქტია გამოვლენილი.“ - აცხადებს ნინო დოლიძე.