“ესენი არიან ანტიდემოკრატიული პარტიები, რომლებიც არ აღიარებენ საარჩევნო უფლებას ხალხისას და ამბობენ, რომ მათი ე.წ. ელიტური ჯგუფები უნდა მართავდნენ ქვეყანას,“ - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციასთან დაკავშირებით გააკეთა.
მისივე თქმით, ანტიდემოკრატიული აღმოჩნდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაც რომელსაც, მისი თქმით, არჩევნებში საკუთარი ინტერესები ჰქონდა.
“ესენი არიან დესტრუქციული, ანტისისტემური, ანტიდემოკრატიული პარტიები, რომლებიც არ აღიარებენ დემოკრატიას. ჩვენ როცა ვსაუბრობდით “ნაცმოძრაობასთან“ და მის სატელიტ პარტიებთან დაკავშირებით, სწორედ ამას ვამბობთ არგუმენტად, ესენი არიან ანტიდემოკრატიული პარტიები, რომლებიც არ აღიარებენ საარჩევნო უფლებას ხალხისას და ამბობენ, რომ მათი ე.წ. ელიტური ჯგუფები უნდა მართავდნენ ქვეყანას.
ამ არჩევნებმა კიდევ უარესი რამ გვაჩვენა - აღმოჩნდა, რომ სამოქალაქო სექტორში გვყავს ორგანიზაციები, რომლებიც ასევე ანტიდემოკრატიულები არიან. ვხედავთ იმ რამდენიმე მილიონერ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც ჩართულნი იყვნენ საარჩევნო კამპანიაში. ახლა ვხედავთ, რომ მათ წააგეს ეს არჩევნები, პირადად ამ ენჯეოებმაც წააგეს ეს არჩევნები, ვინაიდან მათი მიზანი სხვა იყო და ახლა ცდილობენ, რომ ხმის უფლება წაართვან ქართველ ხალხს და თავს მოახვიონ საკუთარი მმართველობა,“ - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.