09 ოქტომბერი 2024,   18:22
ვრცლად
"ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი ავიაიერიშების დროს დაიჭრა

„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი, საერთაშორისო კოალიციის ავიადარტყმების შედეგად, მძიმედ დაიჭრა. განცხადებას ამის შესახებ ერაყის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჯიჰადური ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრების შეკრების დროს განხორციელებული დაბომბვის შედეგად, განადგურდა 10 ავტომობილი, თუმცა უცნობია, იმყოფებოდა თუ არა ერაყის ქალაქ მოსულთან დაბომბილ ავტოკოლონაში ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი აბუ ბაქრ ალ ბაღდადი.

საერთაშორისო კოალიცია ავიადარტყმებს დაჯგუფების პოზიციებს უკვე რამდენიმე თვეა აყენებს.

ამის მიუხედავად, „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლქვეშ არის ერაყის ჩრდილოეთით და დასავლეთით მდებარე რეგიონები. პარალელურად, ორგანიზაციის მებრძოლები სირიის ჩრდილოეთით აგრძელებენ შეტევას.

დღის ამბები