19 ნოემბერი 2024,   14:21
ვრცლად
ევროკავშირმა საქართველოში ტექნიკური მისიის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო

ევროკავშირმა საქართველოში ტექნიკური მისიის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბორელის თქმით, 120 მილიონიან მხარდაჭერას, რომელიც მთავრობას უნდა გადასცემოდა, სამოქალაქო საზოგადოებისკენ იქნება მიმართული.

"საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამ მოქმედი ხელისუფლების ქვეშ ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა დაადასტურა. "ქართული ოცნების" ლიდერებმა ქვეყანა ევროკავშირის გზას დააშორეს, ეწინააღმდეგებიან ქართველი ხალხის მისწრაფებებს. ჩვენ ყველას გვსურს, რომ საქართველო დაბრუნდეს ევროპულ გზაზე. გავაგზავნით მისიას საქართველოში.

ვიმსჯელებთ დარღვევებზე და არჩევნები უნდა იქნეს გამოძიებული და ხელისუფლებამ ცვლილებები უნდა განახორციელოს კონკრეტული ქმედებებით. ჩვენ მოვიწვევთ ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, რათა წარმოგვიდგინოს მათი მიგნებები არჩევნების დარღვევებზე.

შევაჩერეთ მხარდაჭერა ევროპის მშვიდობის ფონდიდან, ქართული შეიარაღებული ძალების, ასევე, საქართველოს მთავრობისთვის 120 მილიონი ევროს ოდენობის მხარდაჭერა შევაჩერეთ, რომელიც პირდაპირ საქართველოს მთავრობისთვის იყო გამოყოფილი, ახლა კი იმ პროგრამებისთვის გამოიყოფა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასა და ქართველ ხალხს სარგებელს მოუტანს", - აცხადებს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ჟოზეფ ბორელი.

დღის ამბები