რუსთველის გამზირზე, იქ სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სპეციალური დანიშნულების რაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის ვითარება პერიოდულად იძაბება.
აქციის მონაწილეები სამართალდამცველების წინააღმდეგ პიროტექნიკას იყენებენ, ხოლო სპეცრაზმი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენ კაფსულებსა და წყლის ჭავლს იყენებს.
პარალელურად, აკავებენ აქციის მონაწილეებს, თუმცა დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.
აქციის მონაწილეები გარკვეულ ჯგუფებად არიან დაყოფილები, ისინი რესპუბლიკის მოედნამდე არიან განლაგებულები.