რუსთაველის გამზირზე, სპეციალური დანიშნულების რაზმი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს კლავ იყენებს. მანამდე იყო გაფრთხილება მომიტინგეების მისამართით, რომ დაშლილიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნებოდა კანონით გათვალისწინებულ ზომები.
ამის პარალელურად, დემონსტრანტები სპეცრაზმის მისამართით ისვრიან პიროტექნიკას და გარკვეული სახის ნივთებს. აქციის მონაწილეებს ასევე აღმართული აქვთ ბარიკადები და ცეცხლს უკიდებენ ნაგვის ურნებს.