რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს დაშლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს. რაც შეეხება ადგილზე არსებულ ვითარებას, მომიტინგეებსა და სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს შორის პერიოდულად ისევ დაპირისპირებაა. საპროტესტო აქციის მონაწილეები ისვრიან პიროტექნიკას, ასევე ანათებენ ლაზერის განათებას.
სპეცრაზმის წარმომადგენლები მომიტინგეების მისამართით ცრემლსადენი აირის კაფსულებს ისვრიან. ისინი ნელი სვლით გადაადგილდებიან.
ადგილზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანა, რომელსაც დემონსტრანტების მისამართით პერიოდულად იყენებენ.