ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესზე მისვლა კიდევ ერთხელ მოუწია. ნეთანიაჰუმ ჩვენება, ამჯერად, მოწმის სახით მისცა.
ნეთანიაჰუმ სიტყვით გამოსვლის დროს ისრაელის მედია მემარცხენე პოზიციის გამო გააკრიტიკა და ჟურნალისტები წლების განმავლობაში პირადად მის დევნაში დაადანაშაულა, რადგან მისი პოლიტიკა პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბებას არ ემთხვეოდა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრს ქრთამის აღებისა და თაღლითობისთვის ბრალი 2019 წელს წაუყენეს. სასამართლო პროცესი მომდევნო წელს დაიწყო. ნეთანიაჰუ ყველა ბრალდებას უარყოფს. ის ისრაელის პირველი მოქმედი პრემიერ-მინისტრია, რომელსაც ბრალი ედება დანაშაულში და პარალელურად, სასამართლოში ჩვენებას იძლევა.