კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, არგენტინაში 2 პილოტი დაიღუპა. ინციდენტი სან ფერნანდოში მოხდა. თვითმფრინავში მგზავრები არ იმყოფებოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, კერძო თვითმფრინავი ურუგვაიდან მოფრინავდა და ბუენოს-აირესთან კონტროლი დაკარგა. ჩამოვარდნის დროს საჰაერო ხომალდი საცხოვრებელ სახლებს შეეჯახა. გაჩნდა ხანძარი. დაზიანებულია მანქანებიც.
მაშველების მოსვლამდე, ცეცხლის ჩაქრობა ადგილობრივმა მოსახლეობამ სცადა.