19 დეკემბერი 2024,   16:18
ვრცლად
კაია კალასის თქმით, ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა უნდა გააგრძელოს

ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა უნდა გააგრძელოს, - აცხადებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი. 

"საქართველოზე, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვიმსჯელოთ და ვიმსჯელებთ, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ რეალურად ზეწოლა მოვახდინოთ ხელისუფლებაზე, არ გამოიყენოს ძალადობა მომიტინგეების მიმართ, არ დაჩაგროს ოპოზიცია და გავუგზავნოთ ძალიან ძლიერი სიგნალები ევროკავშირიდან", - თქვა კალასმა ევროპული საბჭოს მიმდინარე წლის ბოლო შეხვედრის დაწყებამდე.

დღის ამბები