19 დეკემბერი 2024,   17:57
ვრცლად
"ჩვენი ქვეყნისადმი ნეგატიურად განწყობილი ძალები თვითონვე არ მალავენ, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის თეთრ სახლში შესვლამდე დარჩენილი დრო მაქსიმალურად გამოიყენონ პრობლემების შესაქმნელად" - დავით მათიკაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, საქართველოსადმი ნეგატიურად განწყობილი ძალები თვითონვე არ მალავენ, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის თეთრ სახლში შესვლამდე დარჩენილი დროს მაქსიმალურად გამოიყენონ იმისთვის, რომ დიდი პრობლემები შეუქმნან ტრამპის ადმინისტრაციას.

მისი შეფასებით, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები 2025 წლის 20 იანვრიდან შეიცვლება და გადაიტვირთება.

"ჩვენი ქვეყნისადმი ნეგატიურად განწყობილი ძალები თვითონვე არ მალავენ, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის თეთრ სახლში შებრძანებამდე დარჩენილი დრო მაქსიმალურად გამოიყენონ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დიდი პრობლემები შეუქმნან ტრამპის ადმინისტრაციას. ასევე, პრობლემები შეუქმნან იმ ქვეყნებს, რომლებთანაც აშშ-ს, ტრადიციულად, ჰქონდა ძალიან კარგი, სტრატეგიული ურთიერთობა. ბოლო პერიოდში, ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკიდან გამომდინარე არის ეს ჩიხი შექმნილი, რომელსაც შეერთებული შტატების მხარე ხელს უწყობს პერიოდულად. ბოლო რამდენიმე კვირაა, მათი მხრიდან მაქსიმალურად ხდება ამ ნეგატივის კიდევ უფრო გამოყენება. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ 2025 წლის 20 იანვრიდან შეიცვლება და გადაიტვირთება ურთიერთობები", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები