19 დეკემბერი 2024,   18:08
ვრცლად
"ყველაფერი ცალსახაა - სულ 4-5 კვირაა დარჩენილი, მაგრამ ეს დროც საკმარისია იმისთვის, რომ საქმე გააფუჭონ" - ლევან მახაშვილი აშშ-ის მხრიდან სანქციებზე

უმრავლესობის წევრის, ლევან მახაშვილის განცხადებით, აშშ-ის ძველი ადმინისტრაციის შეცვლამდე სულ 4-5 კვირაა დარჩენილი, მაგრამ ეს დროც საკმარისია იმისთვის, რომ საქმე გააფუჭონ.

მისი შეფასებით, სხვადასხვა ძალა თუ პირი ცდილობს, იმდენად დააზიანოს ურთიერთობები, მათ შორის, აშშ-სთან, რომ შეუძლებელი იყოს ამ ურთიერთობების ნორმალურ ჩარჩოში დაბრუნება.

"აქ ცალსახაა ყველაფერი. სულ 4-5 კვირაა დარჩენილი, მაგრამ ეს დროც საკმარისია იმისთვის, რომ საქმე გააფუჭონ. როგორც ჩანს, აქვთ ამის ინტერესი, მაგრამ სანქციებზე როდესაც არის საუბარი, ჩვენ როგორც ვხვდებით, საუბარია სავიზო შეზღუდვებზე და აშშ-ში შესვლის შეზღუდვებზე. ამაზე ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება, მით უმეტეს, როდესაც ამ პირებს არ ეძლევათ აბსოლუტურად არანაირი ინფორმაცია და არ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ ეს საკითხები გაასაჩივრონ სამართლიან სასამართლოში. ამ ვითარების წინაშე ვდგავართ 20 იანვრამდე, ახალი ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლამდე. როგორც ჩანს, სხვადასხვა ძალა თუ პირი ცდილობს, იმდენად დააზიანოს ურთიერთობები, მათ შორის, აშშ-სთან, რომ შეუძლებელი იყოს ამ ურთიერთობების ნორმალურ ჩარჩოში დაბრუნება. ჩვენი პოზიცია აქაც მარტივია, ჩვენ მოუთმენლად ველით ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობას და იმედი გვაქვს, რომ ტრამპის ინაუგურაციის და უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ გვექნება შესაძლებლობა, დავუბრუნდეთ ნორმალურ ურთიერთობებს", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

დღის ამბები