22 დეკემბერი 2024,   20:41
ვრცლად
"რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ "ტიკტოკზე" ჩატარებული კამპანიის უკან, სავარაუდოდ, ეროვნული ლიბერალური პარტია იდგა, რომელიც სამთავრობო კოალიციის წევრია" - რუმინული გამოცემა Snoop

"რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს მიერ სოციალურ ქსელ "ტიკტოკზე" ჩატარებული კამპანიის უკან, სავარაუდოდ, ეროვნული ლიბერალური პარტია იდგა, რომელიც ამჟამად სამთავრობო კოალიციის წევრია", - ამის შესახებ რუმინული დამოუკიდებელი გამოცემა "სნუპი" წერს.

გამოცემის მიხედვით, რუმინეთის ფინანსური ადმინისტრირების ეროვნულმა სააგენტომ დაადგინა, რომ "ტიკტოკზე" ჩატარებული კალინ ჯორჯესკუს კამპანია, ეროვნულმა ლიბერალურმა პარტიამ დააფინანსა.

გამოცემის ინფორმაციით, გადახდა განხორციელდა საკომუნიკაციო სააგენტო Kensington Communication-ის მეშვეობით, რომელიც ამ პარტიამ დაიქირავა. გამოძიების თანახმად, Kensington Communication-მა 130 ინფლუენსერს გადაუხადა, რომლებიც რუმინული ჰეშტეგით "წონასწორობა და სერიოზულობა" აქვეყნებდნენ პოსტებს და კალინ ჯორჯესკუზე საუბრობდნენ.

Snoop-ის ხელთ არსებული დოკუმენტების თანახმად, კამპანიამ "წონასწორობა და პატიოსნება" სულ 2.4 მილიონი ნახვა დააგროვა.

დღის ამბები