23 დეკემბერი 2024,   19:58
ვრცლად
"მე ვმართავ აეროპორტს და პოლიტიკაში ნუ გამრევთ - ერთადერთი, იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენ, აეროპორტს, გვჭირდება სტაბილურობა ქვეყანაში" - TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრამდე, ბიზნესსექტორის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მედიასთან კომენტარი გააკეთა TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა.

"რა თქმა უნდა, ნაბიჯი უნდა გადაიდგას იქით, რომ ყველა დამშვიდდეს და, თუ საჭირო იქნება, რომ კომპრომისული ნაბიჯი გადაიდგას, უნდა გადაიდგას. მე ვმართავ აეროპორტს და პოლიტიკაში ნუ გამრევთ. ერთადერთი, იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენ, აეროპორტს, გვჭირდება სტაბილურობა ქვეყანაში", - აცხადებს თეა ზაქარაძე.

დღის ამბები