მოვლენათა უცვლელი ეპიცენტრი და 25-ე დღე - რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტილია. პარლამენტის შენობასთან შეკრებილები კვლავ ხელახალ არჩევნებს ითხოვენ, გეგმა უცვლელია - უწყვეტი პროტესტი.
რუსთაველზე რამდენიმე წუთში სალომე ზურაბიშვილს ელოდებიან, დაანონსებულია სიტყვით გამოსვლა. ზურაბიშვილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხანში უნდა მივიდეს. მან გუშინ დააანანონსა, რომ დღეს 21:00 საათზე განცხადებას გააკეთებს და შეკრებილებს მიმართავს.
რაც შეეხება ადგილზე არსებულ ვითარებას, ვითარება მშვიდია, აქციის მონაწილეებმა შეკრება ტრადიციულად 19:00 საათზე დაიწყეს. გაიმართა მსვლელობა სხვადასხვა ლოკაციებიდან, საბოლოო შეკრების ადგილი კი რუსთაველის გამზირია.
ავტორი: ნანა გოგატაძე