23 დეკემბერი 2024,   04:35
ვრცლად
THE HILL: დემოკრატებმა თავი კუთხეში მიიმწყვდიეს და ომის პარტიად იქცნენ

ბაიდენის პრეზიდენტობის ვადის მილევისა და კამალა ჰარისის უშედეგო კამპანიის ანალიზის დროს, რამდენიმე მიმომხილველმა დასვა კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ მილიტარიზმი აშშ-ის საგარეო პოლიტიკის პოლიტიკური აუცილებლობა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია - ამის შესახებ ვრცელ სტატიას გავლენიანი გამოცემა the Hill აქვეყნებს.

გამოცემა აქვეყნებს ანალიტიკურ სტატიას, სადაც აღნიშნულია:

"ჰარისმა სტანდარტული ფრაზა წარმოთქვა დემოკრატების ნაციონალურ კრებაზე, როცა პირობა დადო, რომ შეინარჩუნებდა "უძლიერეს და ყველაზე ლეტალურ ძალას მსოფლიოში". თუმცა, დემოკრატიული პარტიის დაღმასვლა ნაწილობრივ ამომრჩევლების დაკარგვის შედეგია, რომლებსაც არ სურთ ხმა მისცენ იმას, რასაც ისინი აღიქვამენ, როგორც ომის პარტიას.

ეს აღქმა განსაკუთრებით მძაფრად მუსირებს ახალგაზრდებში, განსაკუთრებით კი აფროამერიკელებს შორის. ბევრმა მათგანმა მიიჩნია, რომ პრეზიდენტ ბაიდენის მტკიცე მხარდაჭერა ისრაელის ომის დროს ღაზაში, მორალური კრახი იყო. როდესაც კამალა ჰარისი ამ იდეის ერთგული დარჩა მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, მისი სანდოობის ხარისხი დაეცა.

ბაიდენის მიერ შეთავაზებული 30-დღიანი ვადა ისრაელისთვის, რათა დაეწყო საკმარისი საკვების შეტანა ღაზაში, არჩევნების შემდეგ მალევე ამოიწურა - ისრაელის ვალდებულებების შესრულების გარეშე, მაშინ, როცა ღაზაში ჰუმანიტარული კატასტროფა იმაზე მეტად გაუარესდა, ვიდრე როდესმე", - წერია სტატიაში.

გამოცემის თანახმად, ბაიდენის თეთრმა სახლმა ყველაფერი სხვაგვარად წარმოაჩინა და ისეთი პოლიტიკა გაატარა, თითქოს ეს ასე არ იყო.

"ღაზაში პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის განსაკუთრებულად მძიმე რეალობამ შედეგად გამოიღო ის, რომ სენატის დემოკრატების 40%-მა მხარი დაუჭირა სენატორ ბერნი სანდერსის რეზოლუციას ისრაელისთვის 20 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების დაბლოკვის შესახებ. თუმცა, ნოემბრის ბოლოს, ბაიდენმა მწვანე შუქი აუნთო ისრაელისთვის დამატებით 680 მილიონი დოლარის იარაღის მიყიდვას. მაშინ, როცა რესპუბლიკელებს ერთი ნაბიჯიღა ჰქონდათ დარჩენილი, ისრაელის იარაღით მომარაგების დაბლოკვისგან.

უკრაინის ომის პოლიტიკასთან დაკავშირებით, დემოკრატიული კანონმდებლების მხრიდან განსხვავებული აზრი და უთანხმოება იშვიათად იყო. ორი წლის წინ, 30-მა პროგრესულმა დემოკრატმა ჯო ბაიდენს გაუგზავნა წერილი, რომელშიც წერდნენ, რომ "ძლიერი დიპლომატიური ბიძგი" შეიძლებოდა ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად ხელსაყრელი ყოფილიყო. მაგრამ მათ სასწრაფოდ უკან გაიწვიეს წერილი მას შემდეგ, რაც მათსავე პარტიაში, ლიდერების მხრიდან მძაფრად უარყოფითი რეაქციები მოჰყვა ამ განცხადებას. (რესპუბლიკელი კანონმდებლების მოსაზრებები გაყოფილია უკრაინის პოლიტიკასთან დაკავშირებით - ბევრს სურს, რომ აშშ დაუფიქრებლად დაუპირისპირდეს ჩინეთს და არა რუსეთს.) დემოკრატების მხოლოდ მცირე წარმომადგენლობამ შეძლო შეეთავაზებინა უფრო მეტის გაკეთება უკრაინის ხელისუფლებისთვის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით და თან ისე, რომ უბრალოდ აკვირდებოდა, როგორ გადაკვეთა ბაიდენის ადმინისტრაციამ საკუთარი "წითელი ხაზები" ისეთ საკითხებში, როგორიცაა უკრანის მხრიდან რუსეთის მიმართულებით შორი რადიუსის რაკეტებით დარტყმების ნებართვა. მაღალჩინოსანი დემოკრატებისთვის უკრაინულ ომში სიტყვა "დიპლომატია" სალანძღავ სიტყვად იქცა.

უკრაინასთან დაკავშირებით ამ წლის დასაწყისში ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენეს, რომ დემოკრატების ერთ მეხუთედზე ნაკლებს სურდა, დასრულებულიყო ყველანაირი სამხედრო დახმარება უკრაინისთვის, ნახევარზე მეტს სურდა, რომ ომის დასრულება დიპლომატიური მოლაპარაკებებით ყოფილიყო განპირობებული, თუმცა ეს მოსაზრება კატეგორიულად იქნა უარყოფილი ადმინისტრაციის მხრიდან. ბაიდენი და მისი სახელმწიფო მდივანი ანტონი ბლინკენი, რომლებსაც სჩვევიათ საუბარი "წესებზე დაფუძნებული წესრიგის" აუცილებლობის შესახებ, რათა შეაჩერონ ტრანსსასაზღვრო აგრესია, ამავე წესების დარღვევას და წითელი ხაზების გადაკვეთას თავიანთი შეხედულებისამებრ ამართლებენ. წელს ახლო აღმოსავლეთში შეერთებულმა შტატებმა დაიწყო იემენის, სირიისა და ერაყის დაბომბვა. პრეზიდენტის პარტიის ლიდერებისგან არანაირი წინააღმდეგობა არ ისმოდა. დემოკრატების პარტია იმსახურებს ომის პარტიის იმიჯს. რომ გამოვიკვლიოთ ამ მოცემულობის შეცვლის შესაძლებლობა, დაგვჭირდება გულწრფელი შეფასება იმისა, როგორ გახდა შესაძლებელი მსგავს იმიჯზე ფოკუსირება 21-ე საუკუნეში", - წერს გამოცემა.

სტატიის თანახმად, კონგრესში მყოფი დემოკრატების უმრავლესობის საქმიანობა, რომლებსაც სუსტი შეიარაღების ბრალდების ეშინოდათ, ვარაუდობდნენ, რომ მილიტარისტული პოლიტიკა გონივრული პოლიტიკაა, თუმცა მსგავსი პოლიტიკის მხარდაჭერა შესუსტდა. დონალდ ტრამპმა  ეს ფაქტი ჭკვიანურად გამოიყენა, დემოკრატების ლიდერები ომის წამქეზებლებლად დაასახელა და უსუსურებად შეაფასა. 

"კამალა ჰარისის დამარცხებასთან ერთად, პარტია ახლა ძალიან ახლოს არის, დარჩეს ლიდერის გარეშე. როდესაც 1 თებერვალს, დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს აირჩევს, ის ჩაანაცვლებს ამჟამინდელ, ბაიდენის ერთგულ ჯეიმი ჰარისონს, გაჩნდება იმის ალბათობა, რომ დაიწყოს პარტიის გათავისუფლება შემზღუდავი ფუნდამენტისგან.

პირობები შესაძლოა მალე შეიცვალოს, რათა დემოკრატების პარტიამ საკუთარი საომარი კულტურის ჩარჩოებიდან გასვლა შეძლოს. თუმცა ამისათვის საჭირო იქნება გამოწვევები დაახვედრონ არჩეული დემოკრატების შეთავაზებებს, რომლებიც სინქრონიზირდება მოსაზრებასთან, რომელსაც მარტიონ ლუთერ კინგ უმცროსმა "მილიტარიზმის სიგიჟე" უწოდა.

დღის ამბები