კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. კადეტებს მინისტრის მოადგილემ და ლიცეუმის დირექტორმა დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. ღონისძიებას ესწრებოდა თავდაცვის ძალების მეთაურიც.
კადეტთა შემოქმედებითმა ჯგუფმა სტუმრებს საახალწლო პროგრამა შესთავაზა. მათ მხატვრული, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.