მუანის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას, ადგილობრივი დროით 09:00 საათზე, თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. CNN-ის ცნობით, დაღუპულია, სულ მცირე, 96 ადამიანი. ბორტზე 181 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ.
ბოლო ინფორმაციით, გადარჩენილია ორი ადამიანი - ეკიპაჟის წევრი და მგზავრი.
თვითმფრინავი ტაილანდიდან მუანის აეროპორტში ჩაფრინდა, დაშვებისას ბილიკიდან გადავიდა, კედელს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. სახანძრო სამსახურის პირველადი ვერსიით, Jeju Air-ის ავარია ფრინველთან შეჯახებამ გამოიწვია.