სანქციებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილება პოლიტიკური დისკუსიის მთავარ თემად რჩება. "ქართული ოცნებისთვის" ეს იმის დასტურია, რომ Credit Suisse-ის დავა ბიძინა ივანიშვილთან იყო პოლიტიკური და არა კომერციული.
"განცხადება, რომელიც გაკეთდა და ის ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა, ადასტურებს იმას, რაზედაც არაერთხელ იყო საუბარი და მინიშნება რომ, რეალურად, ბიძინა ივანიშვილის მისამართით მოქმედებდა არაფორმალური სანქციები, რასაც უარყოფდნენ, თუმცა ახლა უკვე ცხადია, რომ ასე იყო და ასე არის, რომ არაფორმალური ზეწოლა ამ ადამიანზე ხორციელდებოდა არაფორმალური სანქციების ფორმით", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები 27 დეკემბერს დაუწესა. სანქციები ეხება Credit Suisse-თან მის დავასაც.