ევროკომისიის განცხადებით, ევროკავშირი მზადაა, უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი შეწყვიტოს. "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ევროპული ინფრასტრუქტურა საკმარისად მოქნილია იმისთვის, რომ გაზი მესამე ქვეყნებიდან ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას ალტერნატიული მარშრუტებით მიაწოდოს. გამოცემას ევროკომისიის წარმომადგენელი ესაუბრა.