ხმლით მოფარიკავეთა შორის მსოფლიო თასზე მონაწილეობის შემდეგ, სანდრო ბაზაძე სამშობლოში დაბრუნდა. ის ტურნირის პირველ დღეს სენიორებს შორის, ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ბულგარეთში ხმლით მოფარიკავეთა შორის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები პლანეტის 8 საუკეთესო გუნდში მოხვდა.
ქართველმა მოფარიკავეებმა ჯერ საუდის არაბეთი დაამარცხეს, მერვედფინალში მოუგეს ირანის გუნდს, ნახევარფინალში შესასვლელი დაპირისპირება კი საქართველომ საფრანგეთთან დათმო.