09 ოქტომბერი 2024,   18:23
ვრცლად
ბოინგის საქმის გამოძიებას უკრაინის არმია უშლის ხელს - პუტინი

მალაიზიური ბოინგის ჩამოვარდნიდან 4 თვის თავზე ვლადიმერ პუტინმა ტრაგედიის შესახებ კომენტარი პეკინში გააკეთა.

მალაიზიის პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ რაზაკთან გამართულ შეხვედრაზე პუტინმა გამოძიების გაჭიანურებაში უკრაინის არმია დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ექსპერტებს შემთხვევის ადგილის შესწავლაში, უკრაინის ხელისუფლების მხარეს მებრძოლი ჯარისკაცები უშლიან ხელს.

ბოინგის გარდაცვლილი მგზავრები გაიხსენეს ამსტერდამში. მათი სახელობის მემორიალზე დაღუპულთა გვარები ამოიკითხეს, შემდეგ კი მათდამი მიძღვნილი საღამო გაიმართა, რომელსაც პრემიერი და მთავრობის წევრები დაესწრნენ.

მლაიზიური ბოინგის ჩამოვარდნას 298 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათი უმრავლესობა ნიდერლანდების მოქალაქე იყო.

დღის ამბები