09 ოქტომბერი 2024,   18:21
ვრცლად
ვლადიმერ პუტინი და ბარაკ ობამა ერთმანეთს შეხვდნენ

აზია–წყნარი ოკეანიის სამიტის პირველ დღეს ვლადიმერ პუტინისა და ბარაკ ობამას პირისპირ შეხვედრა შედგა, თუმცა ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთთან სასაუბროდ არ დამსხდარან.

ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს. ისინი მხოლოდ მიესალმნენ ერთმანეთს და პეკინის სამიტთან დაკავშირებით შთაბეჭდილებები გაცვალეს.

აზია–წყნარი ოკეანიის სამიტის გახსნას ჩინეთის დედაქალაქში გრანდიოზული ფეიერვერკით შეხვდნენ. დღეს კი სამიტის საქმიანი ნაწილი დაიწყება სადაც მონაწილე ქვეყნის ლიდერები ახალი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე იმსჯელებენ.

დღის ამბები