09 ოქტომბერი 2024,   18:21
ვრცლად
ნავთობ–გადამამუშავებელ ქარხანაში ავარიის გამო მოსკოვი ნისლით დაიფარა

რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ მოსკოვში ჰაერის შემცველობის მონიტორინგი გააძლიერა და ირწმუნება, რომ ჰაერში საშიში ნივთიერებების შემცველობის ზრდა არ შეინიშნება.

გუშინ მთელს ქალაქში უსიამოვნო სუნი იდგა, რაც ნავთობ–გადამამუშავებელ ქარხანაში მომხდარი ავარიის შედეგად იყო გამოწვეული.

კომპანია "გაზპრომნეფტის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათი ყველა ობიექტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა. საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ინფორმაციით კი სწორედ ამ კომპანიის კუთვნილ ობიექტზე გამოვიდა მწყობრიდან ქიმიური ნივთიერების გადამამუშავებელი მოწყობილობა, რის გამოც უსიამოვნო სუნი მთელს ქალაქში გავრცელდა.

დღის ამბები