22 მარტი 2025,   06:06
ვრცლად
"სტრასბურგს რამდენჯერაც მიადგნენ, იმდენჯერ ფიასკო მიიღეს" - გიორგი ვოლსკი საიას სარჩელზე არჩევნების ფარულობის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ვოლსკი საიას ბრიფინგს გამოეხმაურა, სადაც განაცხადეს, რომ სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ფარულობის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით მათი სარჩელი დაარეგისტრირა.

      ვოლსკის თქმით, ამ სარჩელის არანაირი ლოგიკური საფუძველი არ არსებობს.

      "სტრასბურგს რამდენჯერაც მიადგნენ, იმდენჯერ ფიასკო მიიღეს, ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში. სტრასბურგმა დაადასტურა, რომ სააკაშვილმა შექმნა წამების სისტემა, სტრასბურგი საერთოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ მოსყიდულ სტრუქტურად გამოაცხადეს, ყველას გვახსოვს. ვფიქრობ, ეს ყურადღების მიქცევის ერთ-ერთი საშუალებაა, ვინაიდან იმ სარჩელის ლოგიკური საფუძველი არ არსებობს," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.