22 მარტი 2025,   23:29
ვრცლად
"კოლექტიური ნაცმოძრაობა გაურკვევლობაშია, ინსტრუქცია არ აქვთ როგორ მოიქცნენ" - გიორგი ვოლსკი ოპოზიციის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - კიდევ ერთი თემა, რაც ოპოზიციისთვის უთანხმოების საგნად რჩება. თვითმმართველობის არჩევნებში გადაწყვეტილად არ მონაწილეობს "ნაციონალური მოძრაობა", ბარიერგადალახულ პარტიებში ეს ერთადერთია, ვინც ცალსახად ამბობს, რომ ამომრჩეველს ბიულეტენზე მისი ნომერი არ დახვდება. დანარჩენ სამ პარტიაში კონკრეტულ პასუხს კითხვას არ სცემენ.

      მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები მითითებას ელოდებიან:

      "კოლექტიური ნაცმოძრაობა მართლაც გაურკვევლობაშია, ვინაიდან ინსტრუქცია არ აქვთ როგორ მოიქცნენ და ერთი ინსტრუქცია, რომელიც ინერციით მიედინება ეს არის უცვლელი, ქვეყნის დესტაბილიზაციის სცენარი, რომელიც არ შეცვლილა. ზოგი ფიქრობს, რომ არჩევნებში მონაწილეობით და წარმატებით შეიძლება ამ დესტაბილიზაციას უფრო შეუწყოს ხელი, ზოგი კი ფიქრობს, რომ წარმატება წარმოუდგენელია და ჯობია ობსტრუქციის რეჟიმში დარჩნენ, თორემ, მიზეზი ერთი და იგივეა,"- განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

      ავტორი: ნანა გოგატაძე. 

      დღის ამბები
      მეტი