22 მარტი 2025,   20:37
ვრცლად
დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გიორგი უდესიანის სიძე, ზაზა გუგავა გამოჰკითხა, თუმცა მოწმემ ბევრ კითხვას თავი აარიდა

ბესიკ ხარძიანის საქმეში ფიგურირებს ზაზა გუგავა - ის არის გიორგი უდესიანის ახლო ნათესავი, კონკრეტულად დის მეუღლე.

კომისიას, ზაზა გუგავა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ჩაერთო. როგორც სხდომაზე ითქვა, ის დაესწრო არაერთ შეხვედრას, სადაც ბესიკ ხარძიანის ქონების დათმობაზე იყო საუბარი, მაგრამ მოწმემ ბევრ კითხვას თავი აარიდა. თქვა, რომ ბევრი რამ არ ახსოვდა - თქვა ისიც, რომ არ იცის, კონკრეტულად რა მოხდა ხარძიანსა და უდესიანს შორის.

"გიორგი უდესიანი მეუღლის ძმაა და ოჯახური ურთიერთობა გვქონდა. ზაჰესის საბაჟო ტერმინალში, ერთ-ერთი თანამეწილე მეც ვიყავი მასთან ერთად და მქონდა საქმიანი ურთიერთობაც. კუს ტბის საკითხზე შეხვედრებს ვესწრებოდი მხოლოდ იმიტომ, რომ იქ იყო როგორც გიორგი, ასევე ჩემი დეიდაშვილი და ვახლდი მათ შეხვედრაზე, რათა მათ შორის არსებული დაძაბული სიტუაცია განმუხტულიყო", - განაცხადა ზაზა გუგავამ.

დღის ამბები
მეტი