
პარლამენტის თავჯდომარე სოციალურ ქსელში ამერიკის გენერალური პროკურორის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მოლოტოვის კოქტეილებით თავდასხმა დაგმო, თქვა, რომ მსგავსი იარაღის გამოყენება ვანდალიზმს სცდება და შიდა ტერორიზმად ხასიათდება.
"თუკი მოლოტოვის კოქტეილის სროლა ტერორიზმია, თუკი საქართველოში მოლოტოვის კოქტეილის რომანტიზების კამპანიას ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ენჯეო "სირცხვილია" აწარმოებს, მაშინ რა გამოდის, რა ფინანსდება ევროკავშირის ფულით", - წერს შალვა პაპუაშვილი.
შალვა პაპუაშვილის პოსტს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი, სოზარ სუბარი.
"აბსოლუტურად ვეთანხმები, იმიტომ, რომ თავდასხმა პოლიციელზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე, ცეცხლის წაკიდება ცოცხალი ადამიანებისთვის, ეს შეუძლებელია სხვანაირად შეფასდეს თუ არა ტერორიზმი და ბუნებრივია, ასეც უნდა მივუდგეთ ჩვენ. ამის ფონზე კიდევ უფრო სამარცხვინოა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ქმედება, რომელმაც შეიწყალა ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც პოლიციელებს ცეცხლს უკიდებდა და მათ ცოცხლად დაწვას ცდილობდა.
კიდევ უფრო სამარცხვინოა ევროკავშირის ორმაგი სტანდარტი, რომელიც აფინანსებდა კამპანიას - მე ვარ ლაზარე გრიგორიადისი და ამით ერთგვარად მოლოტოვის კოქტეილის სროლის ჰეროიზაციას ახდენდა. კამპანიის მეორე ნაწილი იყო - მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი. ეს არის სამარცხვინო და ორმაგი სტანდარტი", - განაცხადა სოზარ სუბარმა.