27 მარტი 2025,   05:32
ვრცლად
United Airlines-ის თვითმფრინავი იძულებული გახდა ფრენა შეეწყვიტა, რადგან პილოტს პასპორტი დაავიწყდა

United Airlines-ის თვითმფრინავი Boeing 787, რომელიც ლოს-ანჯელესიდან შანხაიში მიფრინავდა, იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო, რადგან თვითმფრინავის ერთ-ერთ პილოტს პასპორტი დაავიწყდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

თვითმფრინავი ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტიდან, შაბათ,ს დაახლოებით ღამის 2 საათზე აფრინდა. ბორტზე 257 მგზავრი და ეკიპაჟის 13 წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავი ჩრდილო-დასავლეთით, წყნარი ოკეანის გავლით, ჩინეთის უდიდეს ქალაქში მიემართებოდა.

FlightAware-ის ვებ-გვერდის თანახმად, თვითმფრინავი აფრენიდან დაახლოებით 2 საათში მოტრიალდა და სან-ფრანცისკოში გადამისამართდა, სადაც დაახლოებით საღამოს 5 საათზე დაეშვა.

"პილოტს, რომელიც ბორტზე იმყოფებოდა არ ჰქონდა პასპორტი. ჩვენ გამოვყავით ახალი ეკიპაჟი, რომლებმაც ჩვენი კლიენტები დანიშნულების ადგილამდე იმ საღამოსვე ჩაიყვანეს. მანამდე, კლიენტებს კვების ტალონები და კონპენსაცია გადაეცათ", - აღნისნულია ავიაკომპანიის განცხადებაში.