27 მარტი 2025,   06:40
ვრცლად
"საქართველოს ჰყავს პატრიოტული, კონსერვატიული და მშვიდობისმოყვარე მთავრობა, რის გამოც ბრიუსელი მის ჩახშობას ცდილობს" - პიტერ სიიარტო მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შესახებ პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ "საქართველო ევროკავშირის მიერ გამოყენებული ორმაგი სტანდარტების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია".

      სიიარტოს აზრით, "საქართველოს ჰყავს პატრიოტული, კონსერვატიული და მშვიდობისმოყვარე მთავრობა, რის გამოც ბრიუსელი მის ჩახშობას ცდილობს".

      უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამერიკის ახალი პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის პოლიტიკამ, ბრიუსელის პოლიტიკურ ელიტაში გაურკვევლობა შეიტანა. ისინი ბოლო ძალისხმევით ცდილობენ, ევროპაში და მის მეზობელ რეგიონებში პატრიოტულ მთავრობებს რთული გამოწვევები შეუქმნან.

      როგორც უნგრეთის პირველი დიპლომატი წერს, არ აპირებს მათ ამის უფლება მისცეს და ერთობლივად გააგრძელებს ეროვნული ინტერესების დაცვას.

      "ჩვენი მიზანია მშვიდობა, არ დავუშვებთ უკანონო მიგრანტების შემოდინებას და დავიცავთ ჩვენი შვილების მომავალს", - წერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი "ფეისბუქზე".

      უნგრეთში გამართულ შეხვედრას ეხმიანება მაკა ბოჭორიშვილი.

      "იყო საუკეთესო შესაძლებლობა უნგრელი ელჩებისათვის მიმემართა და გვემსჯელა იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც არის საქართველოსთვის საინტერესო საერთაშორისო დღის წესრიგში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაფასებთ იმ პოზიციებს, რასაც უნგრეთი აფიქსირებს ევროკავშირის ფარგლებში, რაც მნიშვნელოვნად ეხმარება საქართველოს იმაში, რომ მოხდეს პრევენცია იმ არასამართლიანი მიდგომების, რომელსაც ძალიან ხშირად ბრიუსელი იყენებს საქართველოსთან მიმართებაში და კონკრეტული აქტორები", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.