27 მარტი 2025,   06:17
ვრცლად
კომისიის მე-4 სხდომაზე გამოჩნდა, რომ არავითარი კავშირი ამ კომისიას "ნაციონალური მოძრაობის" გადაცდომების გამოძიებასთან არ აქვს და ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ანგარიშსწორების ადგილი - თაზო დათუნაშვილი
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადების გამო, მამუკა ხაზარაძის საქმე პროკურატურაში გადაიგზავნა. ბადრი ჯაფარიძეს კი კომისია სთავაზობს, პარლამენტში 16-საათამდე მივიდეს და შეკითხვებს უპასუხოს. ამის შესახებ განცხადება თეა წულუკიანმა გააკეთა.

      კომისიის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი, სისხლის სამართლის დანაშაულია.

      "ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, კომისიის მე-4 სხდომაზე გამოჩნდა, რომ არავითარი კავშირი ამ კომისიას "ნაციონალური მოძრაობის" გადაცდომების გამოძიებასთან არ აქვს და ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ანგარიშსწორების ადგილი.

      "ჩეკისტისთვის დამახასიათებელი სულსწრაფობა გამოავლინეს და ამ კომისიის მე-4 სხდომაზე გამოჩნდა, რომ არავითარი კავშირი ამ კომისიას "ნაციონალურ მოძრაობის" გადაცდომების გამოძიებასთან არ აქვს და ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ანგარიშსწორების ადგილი. ისინი ერჩიან იმ პოლიტიკურ ოპონენტებს, რომლებსაც არავითარი კავშირი არ ჰქონდათ წინა ხელისუფლებასთან", - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

      საგამოძიებო კომისიამ დღეს ნავთობკომპანია "მაგნატის" ჩამორთმევის საქმე განიხილა. მოუსმინეს დაზარალებულ ბიზნესმენ ჯემალ ლეონიძეს და მის ადვოკატს, რომლებმაც ბიზნესის წართმევის სქემაზე ისაუბრეს და დაასახელეს კონკრეტული გვარები. მათ შორის მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და თავდაცვის ყოფილი მინსიტრი დავით კეზერაშვილი.