27 მარტი 2025,   05:21
ვრცლად
ჩვენ იძულებული გავხდით მოლაპარაკება ისე დაგვესრულებინა, როგორც "თიბისი" ბანკის წარმომადგენელს სურდა - ადვოკატი როინ მიგრიაული შპს "მაგნატის" საქმეზე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      საგამოძიებო კომისიამ დღეს ნავთობკომპანია "მაგნატის" ჩამორთმევის საქმე განიხილა. მოუსმინეს დაზარალებულ ბიზნესმენ ჯემალ ლეონიძეს და მის ადვოკატს, რომლებმაც ბიზნესის წართმევის სქემაზე ისაუბრეს და დაასახელეს კონკრეტული გვარები, მათ შორის, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი.

      ჯემალ ლეონიძის ადვოკატის, როინ მიგრიაულის განცხადებით, "მაგნატის" წილის გადაფორმების მოლაპარაკებებში იძულებული გახდნენ მოლაპარაკება ისე დაესრულებინათ, როგორც "თიბისი" ბანკის წარმომადგენელს სურდა.

      "გაკოტრების წარმოებას სამი მმართველი ახორციელებდა იმ პერიოდში. თვიდან იყო მეურვე, შემდეგ გაკოტრების მმართველი და ბოლოს სააღსრულებო ბიურო ჩაერთო, როგორც მმართველი. მალე დაასრულეს მისი გაკოტრების საქმის წარმოება, რადგან მისი სრული ქონება არ იქნა ბოლომდე მოძიებული.

      "მაგნატის" წილის გადანაწილების ერთი ეპიზოდია, როდესაც "თიბისი" ბანკმა მოამზადა შეთანხმება თავისი იურისტების მეშვეობით. ამ შეთანხმების თანახმად, "მაგნატის" 5% უნდა დარჩენოდა ერთ-ერთ სუბიექტს, რომელზეც წილი ჰქონდა გადანაწილებული. თუ არ ვცდები, ბატონი ბუჩუკური იყო ასეთი, ვისზეც იყო ეს 5%-ი რეგისტრირებული. მგონი, ეს ბოლო 5%-ი იყო, რადგან დანარჩენი პროცენტები უკვე გადანაწილებული ჰქონდა. "თიბისი" ბანკმა მოამზადა ამ 5%-ის გადაფორმებასთან დაკავშირებით. მე ვცდილობდი ყველანაირად, რომ არ მომხდარიყო ამ 5%-ის დათმობა, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ, ამ მოლაპარაკების ოთახში შემოდის ბატონი ბუცხრიკიძე და ულტიმატუმს აყენებს, რომ თუ ახლა ამ შეთანხმებას თქვენ ხელს არ მოაწერთ, ეს მოლაპარაკება ჩაიშლება და ეს 5%-იც არ დაგრჩებათ. ამ მოლაპარაკებას ესწრებოდა ბატონი ბუჩუკური, ბანკის იურისტი და ჩვენ იძულებული გავხდით, რომ მოლაპარაკება ისე დაგვესრულებინა, როგორც "თიბისი" ბანკის წარმომადგენელს სურდა", - განაცხადა ადვოკატმა როინ მიგრიაულმა.