
"საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდოდათ, იგივე უბედურება თუ დატრიალდებოდა, რაც უკრაინაშია, ეს ხელს მისცემდა "დიფ სთეითს," - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
"საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდოდათ, იგივე უბედურება თუ დატრიალდებოდა, რაც ახლა უკრაინაშია, ეს ხელს მისცემდა იმ ძალებს, რომელთაც "დიფ სთეითი" ჰქვიათ. ფიქრობდნენ, რომ ამით რუსეთს დააზიანებდნენ, მაგრამ არაფრად არ დაგიდებდნენ ქართველი ბავშვების, დედებისა და მშობლების პირდაპირ განადგურებას. ამაზე პასუხი მარტივია - "მერე რა," - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, დილიდან პოლიტიკური შეფასებების თემაა შალვა პაპუაშვილის განცხადება, რომელიც ომში ჩართვისკენ მოწოდებებსა და გზავნილებზე საუბრობს. პარლამენტის თავმჯდომარე წერს, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ, უფრო შემზარავი ხდება იმ მასალების გახსენება, რაც სხვადასხვა ეტაპზე წარმოაჩენდა ომის მოსურნე ჯგუფების მიდგომას ჩვენს რეგიონთან მიმართებაში. სპიკერი იხსენებს მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის ინტერვიუს და ასახლებს ომში ჩართვისკენ მოწოდებებსა და კონკრეტულ მაგალითებს. მისივე თქმით, ომის მოსურნე ელიტის თამაში მსოფლიო პოლიტიკაში ჯერჯერობით დასრულებული არ არის.