27 მარტი 2025,   01:40
ვრცლად
რას უნდა მიაქციონ ყურადღება ფერმერებმა, რათა მაღალი ხარისხის მოსავალი მიიღონ - სურსათის ეროვნული სააგენტო აგრომაღაზიის პროდუქციას მონიტორინგს უწევს
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      აგრომაღაზიის პროდუქციას სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები მონიტორინგს უწევენ. მოწმდება გასაყიდად განთავსებული ნაწარმის ხარისხი, შენახვა-რეალიზაციის პირობები და ვარგისიანობის ვადები. ასევე ხდება აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ნიმუშების აღება და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით ლაბორატორიული კვლევა.

      წელს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს კიდევ 600-ზე მეტი რეგისტრირებული ობიექტის შემოწმება აქვს დაგეგმილი. მონიტორინგი სასოფლო-სამეურნეო-კულტურების მავნებელ დაავადებებთან ეფექტური ბრძოლის ფარგლებში ხორციელდება. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, ბიზნესოპერატორს შესაბამისი საჯარიმო სანქციები ეკისრება.

      აგრომაღაზიების მონიტორინგი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების სეზონის დადგომის პარალელურად მიმდინარეობს. ფერმერები ხარისხიანი, უხვი მოსავლის მისაღებად და მცენარეების მავნებლებისგან დასაცავად, ბაღებში საჭირო სამუშაოებს უკვე ატარებენ.

      სპეციალისტები ხარისხიანი აგროქიმიკატებისა და პესტიციდების შეძენასთან ერთად, მისი სწორად გამოყენების მნიშვნელობაზეც საუბრობენ. ფერმერებს ურჩევენ, მაღალი ხარისხის მოსავლის მისაღებად გაითვალისწინონ დოზირება და ინსტრუქციას გამოყენებამდე გაეცნონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია როგორც მცენარის დაზიანება, ასევე ჯანმრთელობისთვის მავნე მოსავლის მიღება.

      სურსათის ეროვნული სააგენტო, მონიტორინგს სისტემატურად ახორციელებს. სააგენტოს მხრიდან 720-ზე მეტი სახელმწიფო კონტროლი უკვე განხორციელდა - დაჯარიმდა 123 ბიზნესოპერატორი.

      ავტორი: ირაკლი კოშაძე.