27 მარტი 2025,   01:23
ვრცლად
"ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ალბათ ეშინიათ იმ კითხვების, რომელსაც საგამოძიებო კომისიაზე დაუსვამდნენ და ეშინიათ იმ პასუხების, რომელზე პასუხის გაცემაც მოუწევთ" - ნინო წილოსანი
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა და ეს არის ერთი ნაწილი იმ დანაშაულის, რომელიც ხაზარაძემ და ჯაფარიძემ ჩაიდინეს.

      მისი განმარტებით, მათ ეშინიათ იმ კითხვების, რომელსაც საგამოძიებო კომისიაზე დაუსვამდნენ და ეშინიათ იმ პასუხების, რომელზე პასუხის გაცემაც მოუწევთ:

      "საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა. ეს არის ერთი ნაწილი იმ დანაშაულის, რომელიც ამ ბატონებმა ჩაიდინეს. თუმცა, მეორე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია - თავად არგამოცხადების შინაარსია. მათ ალბათ, ეშინიათ იმ კითხვების, რომელსაც საგამოძიებო კომისიაზე დაუსვამდნენ და ეშინიათ იმ პასუხების, რომლის გაცემაც მოუწევთ. ვინც კი ადევნებს თვალ-ყურს საგამოძიებო კომისიას, კიდევ ერთხელ დარწმუნდა რა სიბინძურეები ამოიყარა "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით. სამწუხაროდ, "ლელოს" ლიდერების მონაწილეობა ამ პროცესებში არაერთხელ, გაკვრით თუ გარკვეული კონკრეტიკით ყოფილა დადასტურებული", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

      მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდნენ. პარლამენტის საგამოძიებო კომისია მამუკა ხაზარაძის მიმართ რეაგირებას ითხოვს - უკვე მიმართეს პროკურატურას. თეა წულუკიანმა პოლიტიკოსებს "სისხლის სამართლის კოდექსის" 349-ე მუხლი შეახსენა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება სისხლის სამართლის წესით.