22 ივნისი 2025,   09:00
ვრცლად
თურქეთში მიწისძვრა იყო - ბიძგები ადგილობრივი დროით 07:21 საათზე დაფიქსირდა

თურქეთში, ქალაქ ქუთაჰიაში 3.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი 6,13 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ბიძგები ადგილობრივი დროით 07:21 საათზე დაფიქსირდა.

ქალაქში რამდენიმე დღის წინ 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იყო, რის შემდეგაც არაერთი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.

დღის ამბები