09 ოქტომბერი 2024,   18:23
ვრცლად
ნატო დონეცკთან შეიარაღებით დატვირთული ავტოკოლონების გადაადგილებას ადასტურებს

ნატო ადასტურებს, რომ დონეცკთან მძიმე შეიარაღებით დატვირთული ავტოკოლონები გადაადგილდება. ალიანსის ძლების სარდლის ფილიპ ბრიდლავის განცხადებით, ეს ფაქტი კიდევ უფრო ამწვავებს უკრაინის აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას.

ამერიკელმა გენერალმა შეშფოთება გამოთქვა ბოლო დღეებში დონეცკთან მომხდარი შეტაკებების გამო, რომლის შედეგადაც რამდენიმე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.

თავდაპირველად კოლონების გადაადგილების შესახებ განცხადება ეუთოს მისიამ გააკეთა. ოფიციალურმა კიევმა კი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ტანკების შეყვანაში რუსეთი დაადანაშაულა.

ამავე თემაზე
დღის ამბები