ავსტრიაში, ქალაქ გრაცში სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად, სავარაუდოდ, 8 ადამიანია დაღუპული. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სკოლაში უკვე ერთი საათია სპეციალური ოპერაცია მიმდინარეობს. ისმოდა სროლის ხმა.
ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან მასწავლებლები და მოსწავლეები.
სავარაუდო თავდამსხმელმა, დიდი ალბათობით, თავი მოიკლა.
ინფორმაცია განახლებადია.