09 ოქტომბერი 2024,   18:22
ვრცლად
გაერო საგანგებო სხდომას მართავს - რუსეთის სამხედრო ტექნიკა უკრაინაში შევიდა

გაეროს უშიშროების საბჭო უკრაინასთან დაკავშირებით საგანგებო სხდომას მართავს.

საგანგებო სხდომა ამერიკული მხარის მოთხოვნით გაიმართება ნატოს მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმადაც, რუსეთის სამხედრო ტექნიკა უკრაინაში შვიდა.

"ბი-ბი-სის" ცნობით, ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების სარდალმა ფილიპ ბრიდლავმა განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე შევიდა რუსეთის სამხედრო ტექნიკა - ტანკები, არტილერია, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები და ქვეითი ჯარი.

ბრიდლავს არ დაუკონკრეტებია, ტექნიკის რა რაოდენობაზეა საუბარი, მაგრამ აღნიშნა, რომ ნატოს მონაცემები ეუთოს დამკვირვებელთა ინფორმაციას ემთხვევა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს კატეგორიულად უარყო უკრაინაში რუსეთის სამხედროებისა და ტექნიკის შესვლის ფაქტი.

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას საბჭოს 15 წევრი, მათ შორის უკრაინის წარმომადგენელი დაესწრება.

დღის ამბები